2030 წლისთვის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა რაოდენობა 70 ათასამდე უნდა გაიზარდოს – კიდევ რა გეგმა აქვს მთავრობას
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია 2022-2030-ის“ 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის თანახმად, 2030 წლისთვის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა რაოდენობა 70 ათასამდე უნდა გაიზარდოს.
სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
დოკუმენტის მიხედვით, მიზანი მრავალფეროვანი, ინკლუზიური და ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, რამაც ყველა ტიპის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა საერთო რაოდენობის მკვეთრი ზრდა უნდა გამოიწვიოს.
მთავრობის გეგმით, 2030 წლისთვის, 60-მდე უნდა გაიზარდოს ასევე იმ მუნიციპალიტეტების რაოდენობა, სადაც პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებები იფუნქციონირებს.
იხილეთ: დადგენილება და თანდართული დოკუმენტები
ასევე იხილეთ:
-
შემადგენლობა განახლდა – საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს სპეციალური კომისია გააკონტროლებს
by ARIS.GE-განათლება
-
„საქართველოში, კითხვაში მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა კატეგორიაში თითქმის არავინ იმყოფება“ – რა იციან და რა შეუძლიათ ჩვენს მოსწავლეებს (PISA 2025)
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლების გაჭიანურებული მშენებლობების ფონზე, პირველ ეტაპზე 10 მოდულური სკოლა მოეწყობა – მინისტრის განმარტება
by ARIS.GE-განათლება