ონლაინ სწავლების გამო, შეიცვლება თუ არა სკოლებში ზამთრის არდადეგების ხანგრძლივობა?
COVID-19-ის პანდემიის პირობებში, საქართველოში მოსწავლეების დიდი ნაწილი განათლებას ონლაინ რეჟიმში იღებს. სპეციალისტების რეკომენდაციის შესაბამისად, დისტანციური სწავლების დროს, თითოეულ გაკვეთილს გაცილებით ნაკლები დრო ეთმობა, ვიდრე დასწრებული სწავლების რეჟიმშია დადგენილი. შესაბამისად, მშობლების ნაწილში გაჩნდა მოსაზრება, ხომ არ შემცირდება ზამთრის არდადეგებისთვის განსაზღვრული დრო ონლაინ გაკვეთილების სასარგებლოდ? რამდენად ასწრებენ სკოლები, განსაკუთრებით უფროსკლასელების შემთხვევაში, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის დაძლევას?
სკოლებში სწავლის დაწყების და სეზონურ არდადეგების განრიგი მინისტრის სპეციალური ბრძანებით არის დადგენილი. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ არდადეგებთან დაკავშირებით რაიმე ცვლილება ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის.
რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა ხამხაძე ამბობს, რომ შესაბამისი საკანონმდებლო აქტების მიხედვით, ონლაინ სწავლების პროგრამა გადაწყობილია ისე, რომ მოსწავლეებმა ეროვნული სასწავლო გეგმის დაძლევა შეძლონ. არდადეგების ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით კი ინფორმაცია არ აქვს.
„ამ წუთისთვის არაფერი არაა შეცვლილი არდადეგებთან დაკავშირებით. სასწავლო პროგრამა ჩვენ გადაწყობილი გვაქვს, ონლაინ სწავლება სადაცაა მე-7 – მე-12 კლასების ჩათვლით, 4 გაკვეთილია დღეში, ანუ განაწილებულია დრო საშინაო დავალების მისაცემად და გამოსაკითხად, რა თქმა უნდა, სრული სახით ამ შემთვევაში ეს ისეთივე ფორმატით ვერ ხერხდება, როგორც საკლასო ოთახში. ანუ ეს არის ყველა საგანში გადაწყობილი პროგრამა, მოთხოვნისა და საჭიროების მიხედვით, რა თქმა უნდა, დისტანციური სწავლება პირისპირ სწავლების პირდაპირი ჩამნაცვლებელი ვერ არის, სხვადასხვა მიზეზების გამო, ტექნიკური გამოცდილების, მეთოდოლოგიის თუ ბავშვების დამოკიდებულების გამო და ა.შ. თუმცა ის რაც ძირითადია ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ამის მიხედვით ვაკეთებთ”, – ამბობს მამუკა ხამხაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს იწყება და 15 იანვარს სრულდება.
დისტანციური სწავლების ფორმატი გამო, საზოგადოების ნაწილი საზაფხულო არდადეგების ხანგრძლივობის შემცირებას და სასწავლო პროცესის პირველ სექტემბერს დაწყებას ითხოვდა, თუმცა მაშინ ამ კუთხით რაიმე ცვლილება არ მომხდარა.
მოსწავლეებისთვის ტექნიკური ხარვეზების გამო დაწერილი „არები“ და ექსტერნატის გამოცდის გაურკვეველი ბედი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება