6-დან 11-წლამდე ბავშვებმა პირბადე კონკრეტული რისკების გათვალისწინებით უნდა ატარონ – ჯანმოს განახლებული რეკომენდაციები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პანდემიის პირობებში, იმ შემთხვევაში, თუ სულ მცირე ერთი მეტრის დისტანციის დაცვა შეუძლებელია, პირბადე როგორც შენობის შიგნით, ასევე შენობის გარეთ უნდა ვატაროთ.
გარდა ამისა, ორგანიზაცია რეკომენდაციით გამოდის, რომ მოქალაქეებმა პირბადე დისტანციის დაცვის შესაძლებლობის მიუხედავად ატარონ, თუ შენობაში სათანადო ვენტილაცია არ არსებობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განახლებული რეკომენდაციები, როგორც ზრდასრულებს, ასევე 12 წლიდან ბავშვებს ეხებათ.
რეკომენდაციებში ასევე ნათქვამია, რომ ხუთ წლამდე ბავშვებმა პირბადე არ უნდა ატარონ, ხოლო 6-დან 11 წლამდე ბავშვებს რაც შეეხებათ, მათ პირბადე კონკრეტული გარემოს ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით უნდა ატარონ.
წყარო: imedinews.ge
-
„პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას, რათა აღმზრდელების ანაზღაურება ღირსეული იყოს“
by მასმედია
-
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის
by მასმედია
-
2026 წლის მიღების აბიტურიენტებს კახა ბენდუქიძის საქველმოქმედო ცოდნის ფონდი 4 200 000 ლარით დააფინანსებს
by მასმედია