GE

ადიგენში 20 ნოემბრიდან რამდენიმე სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადადის

ადიგენის მუნიციპალიტეტში 20 ნოემბრიდან რამდენიმე სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადადის.

„20 ნოემბრიდან გადავლენ დისტანციურ სწავლებაზე, ისე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებშიც. ეს არ მოიცავს მუნიციპალიტეტის ყველა სკოლას. მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად გადადიან სკოლები დროებით დისტანციურ სწავლებაზე“, – ამბობს ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ინგა ბოჭოროშივილი.

მისივე თქმით, ეს ის სკოლებია, სადაც კორონავირუსი პედაგოგებს დაუდასტურდათ. ოთხი სკოლა არლის, გომაროს, მლაშესა და ლელოვნის საჯარო სკოლები დისტანციურ სწავლებაზე 10 დღის განმავლობაში, 1-ლ დეკემბრამდე იქნებიან. ადიგენის სკოლებთან ერთად, 20 ნოემბრიდან დისტანციურ სწავლებაზე გადადის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების სკოლებიც.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური