GE

ადიგენში პედაგოგის ინფიცირების გამო, სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის N2 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ვირუსი მასწავლებელს დაუდასტურდა. ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ინგა ბოჭორიშვილის განმარტებით, ვირუსი მხოლოდ ერთ პედაგოგს დაუდასტურდა.

„ერთ მასწავლებელს დაუდასტურდა კორონავირუსი, ამიტომ ეპიდემიოლოგებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დისტანციურზე გადასულიყვნენ. რაც შეეხება მოსწავლეებს, ვირუსი არავის აქვს“.

უდის N2 საჯარო სკოლაში 117 მოსწავლე სწავლობს და 21 მასწავლებელი ასწავლის. რეგიონის მასშტაბით, ამ ეტაპზე, 12 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური