აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორს ერევნის „ჰაიბუსაკის“ უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) რექტორს, პროფესორ დავით ჩერქეზიშვილს, ერევნის „ჰაიბუსაკის“ უნივერსიტეტმა (Yerevan Haybusak University) საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. გადაწყვეტილება უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და მენეჯმენტის სფეროებში მის მრავალწლიან საქმიანობასა და შეტანილ წვლილს უკავშირდება.
საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება ერევნის „ჰაიბუსაკის“ უნივერსიტეტში დავით ჩერქეზიშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა დავით ჩერქეზიშვილმა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური საზოგადოებისათვის გამართა საჯარო ლექცია: „განათლება თუ გამართლება“. ლექციის ფარგლებში მან ისაუბრა განათლების არსსა და მის როლზე პიროვნული და პროფესიული განვითარების პროცესში, ცოდნის გააზრების მნიშვნელობასა და იმ უნარებზე, რომლებიც თანამედროვე სამყაროში წარმატებისთვის არის აუცილებელი. ასევე განიხილა, რა როლი აქვს წარმატებაში განათლებას, შრომასა და პიროვნულ პასუხისმგებლობას, სად გადის ზღვარი მათსა და „გამართლებას“ – იღბალსა და შემთხვევითობას შორის.
შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მომხსენებლისთვის კითხვები დაესვათ და დისკუსიაში მიეღოთ მონაწილეობა.
Yerevan Haybusak University (YHU) სომხეთში მოქმედი პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო მრავალპროფილური დაწესებულებაა, რომელიც 1990 წელს დაარსდა და რამდენიმე ინსტიტუტს/აკადემიას, ასევე კლინიკურ და სპეციალიზებულ სასწავლო ცენტრს აერთიანებს.
დავით ჩერქეზიშვილისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საქართველოსა და სომხეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების, პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი ინიციატივების განვითარებისათვის – აღნიშნულია ერევნის „ჰაიბუსაკის“ უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) საქართველოში პირველი უნივერსიტეტია, რომელმაც QS Stars University Ratings-ის 5 ვარსკვლავი მიიღო
by აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
-
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე საერთაშორისო დონის „კლინიკური უნარების ცენტრი“ გაიხსნა
by აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
-
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიზიტი ოქსფორდის უნივერსიტეტში განათლების სამიტზე და შეთანხმება პარტნიორობაზე Coursera-სთან
by აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)



