GE

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ჩართულობით საერთაშორისო ვორქშოპი ჩატარდა

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ორგანიზებითა და ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ჩართულობით საერთაშორისო ვორქშოპი „განათლება მდგრადი განვითარებისათვის: გამოწვევები და შესაძლებლობები“ გაიმართა.

ვორქშოპს უძღვებოდა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ვიცე-პრეზიდენტი, ბრეშას უნივერსიტეტის პროფესორი და GARR-ის კონსორციუმის პრეზიდენტი (იტალია) მაურიციო ტირა, რომელმაც წარმოადგინა განათლების მდგრადობის მიმართულებით ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ახალი სტრატეგიული დოკუმენტი „განათლება 2030-ის მიღმა“.

ვორქშოპის მიზანი იყო მდგრადი განვითარების პროცესში უმაღლესი განათლების როლის განხილვა, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოკვეთა იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მდგრადობის პრინციპების ინტეგრირებას სწავლებაში, კვლევაში, უნივერსიტეტის მართვასა და სოციალური პასუხისმგებლობის გაუმჯობესებაში.

დოქტორანტებთან ერთად ვორქშოპს ესწრებოდნენ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის უნივერსიტეტებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები საქართველოდან. ვორკშოპმა უზრუნვლყო სივრცის შექმნა განათლების პოლიტიკის, ხარისხის უზრუნველყოფისა და საუნივერსიტეტო საქმიანობის წარმომადგენლებს შორის დიალოგისა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური