ალექსანდრე ჯეჯელავა: ახალ სქემაში შემოდის სამუდამოდ დამსახურებული მასწავლებლის ცნება
საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა დირექტორთა საბჭოს წევრებთან შეხვედრისას მასწავლებელთა სქემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.
ერთ-ერთი სიახლედ მინისტრმა სქემაში სამუდამოდ დამსახურებული მასწავლებლის ცნების შემოსვლა დაასახელა.
„სხვათაშორის, ესეც გადავწყვიტეთ. ახალ სქემაში შემოდის სამუდამოდ დამსახურებული მასწავლებლის ცნება. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელი იქნება, რომ ადამიანს მიენიჭოს წოდება. ეს იქნება იშვიათი და მას საერთოდ აღარ შეეხება არანაირი მოთხოვნა. საუბარია ყველაზე ზედა საფეხურზე, რა თქმა უნდა.
ანუ ადამიანი როდესაც მიაღწევს სრულიად ზედა საფეხურს, (მენტორი) უკვე მას სამუდამო სტატუსი ექნება. ამის პრაქტიკა არსებობს უმაღლეს სასწავლებლებში და ჩვენთანაც იქნება ასეთი პრაქტიკა. დიდი იმედი მაქვს, რომ იმ ხალხს, რომელმაც დიდი ხანია, დაიმსახურა ეს წოდება, ჩვენ შევძლებთ, რომ ვაღიაროთ მათი დამსახურება ამ ფორმით“, – აღნიშნა მინისტრმა.
უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების ალტერნატიული გზები განახლებულ სქემაში – მინისტრის განმარტება
„სქემაში რაც არის წამყვანი მასწავლებელი, სკოლების სქემაში ეს იქნება წამყვანი სკოლა“
ცისანა არის© შერგილაშვილი
-
30 ათასზე მეტი დამრიგებლის დანამატის გასაორმაგებლად, დაახლოებით, 9 მილიონი ლარია გათვალისწინებული
by ARIS.GE-განათლება
-
„60 ათასამდე მასწავლებლის ხელფასების ზრდისთვის 150 მლნ ლარზე მეტი მიიმართება“ – ფინანსთა მინისტრი 2027 წელს საჯარო სექტორში ხელფასების ზრდაზე
by ARIS.GE-განათლება
-
საუკეთესო შედეგების მაგისტრანტები თბილისის მერიისგან 1000 ლარს მიიღებენ – მონაცემების წარდგენა დღეიდან სახელმწიფო უნივერსიტეტების ვალდებულებაა
by ARIS.GE-განათლება