„ამ გამოცდებით მასწავლებლები ვიქნებით მუდმივ ტონუსში – აბა, ჩვენ ხომ ისე წიგნს არ გადავშლით?!…“
ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელი, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2019-ის“ გამარჯვებული გიორგი ჭაუჭიძე, ჩვეული, იუმორნარევი კრიტიკით ეხმიანება მასწავლებლის სახელფასო ფორმულის დათქმას, რომელიც პედაგოგებისგან მაღალი ანაზღაურების მიღებისთვის საფეხურების შესაბამისად სერტიფიცირებას, ანუ გამოცდების კიდევ ჩაბარებას ითხოვს.
“ვისაც ვრცელი ნაწერის წაკითხვა გეზარებათ, დასაწყისშივე დავწერ: წელს უნდა ჩავაბაროთ სხვა საფეხურის საგნობრივი გამოცდა – თუ დაწყებითის სერტიფიკატი გვაქვს, ვაბარებთ საშუალო-საბაზოს და პირიქით.
(არგუმენტირება: განა დაწყებითის მასწავლებელმა შეიძლება ასწავლოს მეათეკლასელებს?!)
გაისად ცალ-ცალკე უნდა ჩავაბაროთ: I-IV და V-VI, საბაზო და საშუალო.
(არგუმენტირება: განა პირველი კლასის მასწავლებელმა შეიძლება ასწავლოს მეექვსეკლასელებს?!)
მერმისს ცალ-ცალკე უნდა ჩავაბაროთ კლასების მიხედვით და მოვიპოვოთ თითოეული კლასის საგნობრივი სერტიფიკატი.
(არგუმენტირება: განა პირველი კლასის მასწავლებელმა შეიძლება ასწავლოს მეორეკლასელებს?!)
წარმოიდგინეთ, რამდენი სიკეთე მოაქვს ასეთ სტრატეგიას: დასაქმდებიან საგამოცდო სტანდარტბის ექსპერტები, ტესტოლოგები, გამოცდის დამკვირვებლები, მეთვალყურეები, გამსწორებლები, მასწავლებელთა რეპეტიტორები, სააპელაციო კომისიის წევრები, საგამოცდო ცენტრების გაგრილების სისტემის თანამშრომლები…
მასწავლებლები ვიქნებით მუდმივ ტონუსში – აბა, ჩვენ ხომ ისე წიგნს არ გადავშლით და საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე საერთოდ არ ვიზრუნებთ?!
-
სასკოლო ფორმის შეძენა 2 ნოემბრიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვისაც უნდა დაიწყოს – მისამართები
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
როგორი უნდა იყოს სკოლის სპეციალური მასწავლებელი – კომპეტენციები და ეთიკის ნორმები ახალ სტანდარტში გაიწერა
by ARIS.GE-განათლება
-
მოსწავლეთა შედეგები – „საქართველოში გოგონებს ბიჭებზე უკეთესი შედეგები აქვთ კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში“ (PISA 2025)
by ARIS.GE-განათლება