ამბის თხრობის ხელოვნება სოციალურ მედიაში – ვორქშოფი IBSU-ში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, უნივერსიტეტის კამპუსში, 25 იანვარს, 12:00 საათზე, ჩატარდება ვორქშოფი: „ამბის თხრობის ხელოვნება სოციალურ მედიაში.“
ვორქშოფს გაუძღვებიან თამარ კაციტაძე – საქართველოს პირველი არხის ახალი მედიისა და ინოვაციის სამსახურის ხელმძღვანელი და თეო გონგლაძე – საქართველოს პირველი არხის ციფრული მედიის მენეჯერი.
ვორქშოფი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: ამბის თხრობის ტექნიკა სოციალურ მედიაში, ფეისბუქის/ინსტაგრამის/ტიკტოკის ალგორითმის მუშაობის პრინციპები, სოციალური მედიის მართვისას ხშირად დაშვებული შეცდომები, ფეიკ ნიუსი და სოციალური მედია.
დასწრება თავისუფალია.
დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე: shorturl.at/rwHVY
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 24 იანვარი 12:00 საათი.
ვორქშოფი ჩატარდება კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით. ყველა დამსწრე ვალდებულია წარმოადგინოს მწვანე პასპორტი.
-
„სამართალი ფილმებში“ – IBSU-ში აბიტურიენტებისთვის ზამთრის სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
დაპროგრამებაში უნივერსიტეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ACM ICPC) ნახევარფინალში IBSU-ს ორი გუნდი გადავიდა by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ამერიკის შეერთებული შტატბეის ელჩს, კელი დეგნანს უმასპინძლა by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი