GE

ამირან გამყრელიძემ კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა დაასახელა

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 4 551 ბავშვია ინფიცირებული, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, უწყებაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, სადაც მედიის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

„სამწუხაროდ გვაქვს ერთი მძიმე შემთხვევა აპარატზე მყოფი ბავშვი, მოზარდების სტატისტიკა ასეთია:  0-1 წლამდე ინფიცირებულია 1% -493 ბავშვი, 2-დან 18 წლამდე – 4058 ბავშვი, ეს არის ძირითადად მაინც ოჯახური შემთხვევები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ქვეყანაში  ბოლო 24 საათში  კორონავირუსის 1 824 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან თბილისში გამოვლენილია 712 ახალი შემთხვევა. აჭარაში ბოლო 24 საათში გამოვლენილია – 545 შემთხვევა, იმერეთში – 305, ქვემო ქართლში – 48, შიდა ქართლში – 56, გურიაში – 24, სამეგრელო და ზემო-სვანეთში – 63, კახეთში – 23, მცხეთა-მთიანეთში -22, სამცხე-ჯავახეთში – 22, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური