ამობეჭდეთ ეს დოკუმენტი – მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო
მასწავლებლობის მსურველებისა და მასწავლებლებისთვის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩაბარებისთვის რეგისტრაცია 29 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 14 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
დეტალური ინსტრუქცია რეგისტრაციისთვის
იხილეთ ტესტურ დავალებათა ნიმუშები
როგორც განთლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის 21 მარტს გამოქვეყნებულ ბრძანებაშია აღნიშნული, გამოცდაზე რეგისტრირებულ პირს შესაძლოა დასჭირდეს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ამობეჭდილი მდგომარეობით მათ შორის იმ შემთხვევისთვის, თუკი რომელიმე მონაცემის შესახებ საჩივარი ექნება:
“რეგისტრაციასთან/სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებასთან დაკავშირებული საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს სპეციალური პროგრამიდან შენახული ან ამობეჭდილი აქვს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი”, – ვკითხულობთ საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ მიხეილ ჩხენკელის ბრძანებაში.
გაითვალისწინეთ: აპლიკანტს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ არ აქვს უფლება შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული მონაცემები.
ამავე თემაზე:
-
მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები 2026 – მოსამზადებელი დამხმარე რესურსები – კრებულები და სასწავლო პროგრამები
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია 2026
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
როგორ დავრეგისტრირდეთ 2026 წლის მასწავლებლის გამოცდაზე – ინსტრუქცია და მითითებები
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე