საგნის გამოცდები 11 იანვარს დაიწყება – განრიგი და საგამოცდო ცენტრები მასწავლებლებისთვის (2026-2027 სასწავლო წელი)
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში მასწავლებლებისთვის ორგანიზებული საგნის გამოცდები 11 იანვარს დაიწყება.
NAEC-ის ცნობით, მასწავლებლებისთვის ორგანიზებული საგნის გამოცდები 15 იანვრის ჩათვლით ჩატარდება.
გამოცდის ჩატარების ზუსტი თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. მასწავლებლებისთვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა მოგვიანებით გახდება შესაძლებელი.
11, 12, 13 და 14 იანვარს საგნის გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაცია 10:00 საათზე, ხოლო გამოცდა 11:00 საათზე დაიწყება.
15 იანვარს უცხოური ენების (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) საუბრის ნაწილისა და ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის – დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) საუბრის ნაწილის გამოცდებზე საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება, გამოცდა კი – 10:30 საათზე. ამავე დღეს, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/კომპიუტერული ტექნოლოგიების პრაქტიკული ნაწილის გამოცდებზე რეგისტრაცია 13:00 საათზე დაიწყება, გამოცდა კი – 13:30 საათზე.
გამოცდების დეტალური განრიგი საგნების მიხედვით
2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში მასწავლებლებისთვის ორგანიზებული საგნის გამოცდები სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება.
საგამოცდო ცენტრები განთავსებული იქნება შემდეგ მისამართებზე:
თბილისი – ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლა (მის.: დიღმის მასივი, III კვარტალი);
ქუთაისი – ქალაქ ქუთაისის №23 საჯარო სკოლა (მის.: არაყიშვილის ქ. №15);
ბათუმი – ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლა (მის.: დემეტრე თავდადებულის ქ. №47).
საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 30 ოქტომბერს დასრულდა. გამოცდისთვის სულ 3 264 მასწავლებელი დარეგისტრირდა.
ასევე იხილეთ:
-
მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბერს დაიწყება – ვადები და კრიტერიუმები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განისაზღვრა, ვის ეხება ზამთრის პერიოდში საგნის გამოცდის ჩაბარება – დეტალები გამოცდის თავისებურებებზე
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები – გამოცდები 2026
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე