GE

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბერს დაიწყება – ვადები და კრიტერიუმები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე, რომელიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთარში ჩატარდება, რეგისტრაციას აცხადებს.

NAEC-ის მიერ დღეს, 16 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, რეგისტრაციის გავლა მასწავლებლებს ვებგვერდზე 20 ოქტომბრის 10:00 საათიდან 30 ოქტომბრის 18:00 საათამდე შეეძლებათ.

2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდის ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს:

ა) მასწავლებელს, რომელსაც მინიჭებული აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული ერთ-ერთი სტატუსი და 2026 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით eSchool-ის მონაცემებით ასწავლის იმ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს, რომელშიც:

  • ჩაბარებული აქვს შესაბამისი საგნის გამოცდა;
  • დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია;
  • უდასტურდება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • აქვს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);
  • განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინიჭებული აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი.

აღნიშნულ ჯგუფში შემავალ მასწავლებელს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ იმ საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების ტესტირებაში, რომელ საგანს/საგნებსაც ასწავლის (გარდა უცხოური ენების საგნობრივ ჯგუფში შემავალი სხვა უცხოური ენების საგნის/საგნებისა, ეთნიკური უმცირესობების ენებისა, სპორტისა, ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები), აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები), რუსული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები), სომხური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები) და უფლებამოსილია, რეგისტრაციის დროს მიუთითოს არაუმეტეს 3 საგანი.

ბ) მასწავლებელს, რომელიც 2026 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით, eSchool-ის მონაცემებით ასწავლის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის 31-ე მუხლის საფუძველზე.

აღნიშნულ ჯგუფში შემავალი მასწავლებელი უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის 31-ე მუხლით განსაზღვრული საგნის/საგნების ტესტირებაში რეგისტრაციის დროს მიუთითოს არაუმეტეს სამი საგანი.

გ) მოწვეულ მასწავლებელს, რომელიც 2026 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით, eSchool-ის მონაცემებით ასწავლის იმ საგანს, რომელშიც:

  • არ აქვს ჩაბარებული საგნის გამოცდა;
  • არ აქვს დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
  • არ უდასტურდება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არ აქვს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);
  • არ აქვს განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინიჭებული მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი.

აღნიშნულ ჯგუფში შემავალი მასწავლებელი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ იმ ტესტირებაში, რომელ საგანსაც ასწავლის და რეგისტრაციის დროს მიუთითოს მხოლოდ ერთი საგანი.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

განისაზღვრა, ვის ეხება ზამთრის პერიოდში საგნის გამოცდის ჩაბარება – დეტალები გამოცდის თავისებურებებზე

სქემის ფარგლებში მასწავლებლები ელექტრონული სისტემის წარმოებას დაიწყებენ – პროფესიული განვითარებისა და წინსვლის ახალი სქემა ძალაში შევიდა (დადგენილება)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური