აპელაციის შედეგად ქულა 1000-ზე მეტ აპლიკანტს შეეცვალა
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის აპელაციის შედეგები ცნობილია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ სოფო გორგოძის განცხადებით, აპელაციების შედეგად 1000-ზე მეტი აპლიკანტის ქულა შეიცვალა.
„შემოტანილი იყო 3500-ზე მეტი განაცხადი აქედან 1000-ზე მეტს შეეცვალა ქულა, ამ შემთხვევაში იგულისხმება, როგორც ქულის მომატება, ასევე ქულის დაკლება“,- განმარტა სოფო გორგოძემ.
შეგახსენებთ, რომ გასაჩივრების მსურველს, რომელმაც 14 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმა სააპელაციო განაცხადი, თანხა დაუბრუნდება უკან. ასევე თანხა სრულად ბრუნდება გამოსაცდელის ანგარიშზე აპელაციის დროს ქულის ცვლილების (დაკლების ან მომატების) შემთხვევაშიც. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით დეტალური ინსტრუქცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.
აბიტურიენტები რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანას 27 აგვისტოს ჩათვლით შეძლებენ
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება