„არ მეგონა, რომ სულ რაღაც ერთ წელიწადში შევძლებდი წარმატების მიღწევას“ – IT აკადემია Step-ის კურსდამთავრებული
თანამედროვე რეალობაში, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ფონზე, ტექნოლოგიების ფლობას გადამწყვეტი როლი ენიჭება. ამ ცოდნის გარეშე ადამიანის თვითრეალიზაცია თითქმის უკვე წარმოუდგენელია და ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ორგანიზაციის შერჩევა, რომელიც პროგრამირების, ქსელების მართვისა თუ კიბერუსაფრთხოების კუთხით, მსურველს შესაბამის განათლებას მისცემს.
საქართველოში არსებობს ორგანიზაცია IT აკადემია Step, სადაც პრაქტიკოსი სპეციალისტების მიერ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შემუშავებულია 2.5-წლიანი სწავლების პროგრამა. კურსი აგებულია პრინციპით – “მაქსიმუმ პრაქტიკა, მინიმუმ თეორია” და დააინტერესებს მათ, ვისაც გადაწყვეტილი აქვთ დაეუფლონ დღესდღეობით ყველაზე აქტუალურ და მაღალანაზღაურებად პროფესიებს.
სტუდენტები, რომლებმაც განათლება IT Step აკადემიაში მიიღეს, თავის სფეროში სრულფასოვანი პროფესიონალები არიან. მიღებული ცოდნა და უნარები კი IT სფეროში წარმატებულ პროფესიულ დასაწყისს უზრუნველყოფენ. კოტე თოხაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, კვალიფიკაციის ამაღლება IT აკადემია Step-ში გადაწყვიტა და კარიერის შექმნაშიც მნიშვნელოვნად დაეხმარა.
„რამდენიმე წლის წინ დავამთავრე ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი GAU-ში (ქართულ- ამერიკულ უნივერსიტეტი). ჩემი არჩეული პროფესია საკმაოდ მეხერხებოდა, ყოველთვის მინდოდა მქონოდა შეხება დიზაინთან და ხელოვნებასთან, ამიტომ ბაკალავრის დამთავრების შემდეგ, დავიწყე ისეთი ადგილის ძებნა, სადაც დავეუფლებოდი კიდევ ერთ პროფესიას და უფრო მეტად განვავითარებდი ჩემ თავს. IT Academy Step Georgia-ს მალევე მივაგენი, რადგან საკმაოდ ცნობილი კომპანიაა საქართველოში და ახლობლებისგანაც ბევრი კარგი მსმენოდა. პროფესიული კურსები აკადემიაში 2,5-წლიანია და საკმაოდ ღრმა და პრაქტიკულ ცოდნას იძლევა, თუმცა არ მეგონა, რომ სულ რაღაც ერთ წელიწადში შევძლებდი ამ სფეროში წარმატების მიღწევას. მოვახერხე ისე, რომ ჩემი წინა პროფესიული ცოდნა და გრაფიკული დიზაინის კურსებზე მიღებული ცოდნა გავაერთიანე და გავხდი აღნიშნული აკადემიის ლექტორი გრაფიკული დიზაინის მიმართულებით. რა თქმა უნდა ამ ყველაფერში დამეხმარა თითქმის ყველა სტუდენტი, ვისთან ერთადაც არაერთი პროექტი გავაკეთე, ლექტორები ვისგანაც დიდი გამოცდილება მივიღე, ადმინისტრაცია რომელიც ყოველთვის ზრუნავს თითოეულ თანამშრომელსა და სტუდენტზე და რა თქმა უნდა დირექტორი და მისი მხარდაჭერა, რომელიც სტეპს ერთ დიდ ოჯახად აერთიანებს. სასწავლო პროცესი სტეპში არის სრულიად განსხვავებული სხვა სასწავლებლებისგან, აქ გასწავლიან ახლებურ ხედვას, გასწავლიან იმას თუ რა გჭირდება რეალურად, არის უამრავი პრაქტიკული სამუშაო რასაც წიგნებში ვერ ამოიკითხავთ. ძალიან მიხარია რომ ვიპოვე სტეპი, რადგან თუ მანამდე ვერ ვხდებოდი თუ რა მინდოდა ცხოვრებაში, ახლა უკვე დანამდვილებით ვიცი“, – ამბობს კოტე თოხაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
IT აკადემია Step-ში მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებაზე საუბრობს ბესო გენებაშვილი, მისი თქმით, ადამიანს ამ სასწავლებელში შესაძლებლობა აქვს, სასურველ პროფესიას საკმაოდ მცირე ვადაში დაეუფლოს. „ვფიქრობ, რომ პროფესია რომელიც ავირჩიე არის ძალიან საინტერესო, საჭირო და განვითარებადი. ბევრი სასწავლებლიდან ავარჩიე IT STEP აკადემია, რომელსაც შეეძლო მოკლე ვადაში ხარისხიანად შეესწავლებინა ის პროფესია, რომლითაც ვიყავი დაინტერესებული. ჩემმა იმედებმა გაამართლა – ეს ის ადგილი აღმოჩნდა, რომელიც მჭირდებოდა მე წარმატების მისაღწევად. სწავლის პერიოდში აკადემია დამეხმარა განმევითარებინა ის უნარ-ჩვევები, რომელებიც პრაქტიკულად საჭიროა ამ სფეროში. მომცა შესაძლებლობა პრაქტიკაში გამომეცადა საკუთარი თავი და არა მხოლოდ შემასწავლა საგნები, არამედ საკუთარი ცოდნის სხვებთან გაზიარების საშუალებაც მივიღე და ახლა უკვე სტაჟიორი ვარ IT STEP აკადემიაში, პროგრამირების მიმართულებით“, -ამბობს ბესო გენებაშვილი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
IT აკადემია Step-ში მსურველების მიღება 9 წლის ასაკიდან ხდება, არსებობს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებად დაკომპლექტებული ჯგუფები, სადაც სასწავლო პროგრამა და პერიოდი განსხვავებულია. დაწესებულების განკარგულებაშია აუდიტორიები, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ დაკავდნენ სამეცნიერო სამუშაოებით, მითაფებით, თავისი იდეების გენერირებით სტარტაპებში.
IT აკადემის Step-მა მოძებნა გონივრული, დიდაქტიკური საფუძველი პერსონალური კომპიუტერის მუშაობის ლოგიკასა და ადამიანის სასწავლო საქმიანობის განაწილების ლოგიკას შორის. კომპიუტერთან წარმატებული მუშაობისთვის, ლექტორები ეტაპობრივად უნვითარებენ სტუდენტებს ალგორითმულ აზროვნებას, რითაც ისინი წარმატებით ართმევენ თავს მთელი ტექნოლოგიური სწავლების სისტემურ გადატრიალებას.
იხილეთ IT აკადემია STEP-ის სასწავლო პროგრამები
(R)