GE

IT Academy STEP სწავლების დისტანციურ მეთოდზე გადავიდა

ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, IT Academy STEP-მა მიიღო გადაწყვეტილება სწავლების დისტანციურ მეთოდზე გადავიდეს. სწავლების ამგვარი ფორმით აკადემია იცავს სტუდენტებს შესაძლო ინფიცირებისგან და ამავდროულად ხელს უწყობს მათ არ ჩამორჩნენ მიმდინარე სასწავლო პროგრამებს.

“ბევრი ადამიანი მიხვდა, რომ შეიძლება უარესი მდგომარეობა შეიქმნას, ვიდრე კორონავირუსის გამო სწავლის დროებით შეჩერება, რადგან დაინფიცირებულების რიცხვმა თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა და მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება.

ჩვენ, IT Academy Step Georgia ეძებთ გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან, ვცდილობთ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ ჩვენი სასწავლო დაწესებულებისთვის, რადგან სწავლის სრულიად შეჩერებით, ერთის მხრივ შეგვიძლია დაველოდოთ სანამ დაავადების ტალღა არ შემცირდება, მეორეს მხრივ, შეიძლება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში IT ცოდნის მიღების საშუალება არ გვქონდეს და უფრო მეტიც, შესწავლილი მასალა დაავიწყდეთ სტუდენტებს, რაც მათ საკმაოდ უკან დახევს.

საუკეთესო ვარიანტის მოძებნით, ჩვენი აკადემია ექსტრემალურ რეჟიმში დისტანციური სწავლების მეთოდზე გადავიდა, რამაც საშუალება მოგვცა დაგვეცვა ჩვენი სტუდენტები შესაძლო ინფიცირებისგან, პარალელურად სწავლა გაეგრძელებინათ და წინ წასულიყვნენ საკუთარი ინტელექტუალური დონის ასამაღლებლად”, – აღნიშნულია IT Academy Step-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური