GE

სტეპერების ნამუშევრების გამოფენა – წარმატებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი

IT აკადემია STEP მიმდინარე წლის 1-ლ მარტს გასული წლის შეჯამებას გააკეთებს. შემაჯამებელი ღონისძიება და სტუდენტების ნამუშევრების გამოფნა 18:00 საათზე, ცენტრის ახალ ოფისში, ალ. ყაზბეგის 34/34ბ-ში, გაიმართება.

როგორც ცენტრის წარმომადგენელი, მარიამ შოშიაშვილი ამბობს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სტეპერების 200-ზე მეტი ნამუშევარი, რომლებიც კარგად ასახავს ცენტრის სტუდენტების მიერ პრაქტიკაში ცოდნისა და შესაძლებლობების გამოყენების საუკეთესო მაგალითს.

“როგორც ყოველთვის, ახლაც გავაკეთებთ გასული წლის შეჯამებას და გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი მიღწევები, ჩვენ, IT აკადემია STEP კმაყოფილი ვართ ჩვენი სტუდენტების (სტეპერების) შედეგებით, და მიღწევებით, რადგან მათ, შეიძლება ითქვას, აკადემიაში შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების საუკეთესო შედეგები აჩვენეს. საკუთარი ტალანტის დემონსტრირება მოახდინეს კომპიუტერულ 2D გრაფიკაში, ფოტოგრაფიაში და ორგანიზებას უკეთებენ თავისი ნამუშევრების გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება სტეპერების 200-ზე მეტი ნამუშევარი.

ყველას ვინც ხართ ციფრული ხელოვნების მიმდევრები და თქვენი საქმის პროფესიონალები, გეპატიჟებით ჩვენი სტეპერების გამოფენაზე, რომელიც გაიმართება გაზაფხულის პირველ დღეს 1 მარტს 18:00-ზე ჩვენს ახალ ოფისში ალ. ყაზბეგის 34/34ბ-ში. მობრძანდით, შეაფასეთ მათი ნამუშევრები, რეკომენდაციები გაუწიეთ და მოტივაცია მიეცით ჩვენს დამწყებ დიზაინერებს, რომლებმაც მთელი გული და სული ჩადეს თავის ნამუშევრებში და გამოფენაში.

IT აკადემია STEP-მა მჭიდროდ გააერთიანა გუნდი, რომელშიც არ არსებობს ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი, ძლიერები და სუსტები, რადგან ეს არის უზარმაზარი აკადემიური ოჯახი, სადაც თითოეული სტუდენტი დანარჩენებს ეხმარება, რომ სუსტი მათგანი გაძლიერდეს. ამით თითოეულის დონეს მაღლა სწევენ, რადგან ეს არის თითოეული სტეპერის ვალდებულება და დევიზი. აი, ასეა მოწყობილი ჩვენი გუნდი, თანამოაზრეების დიდი ოჯახი, რომლის წევრებიც მომავალშიც არ დაკარგავენ ერთმანეთთან სულიერ თუ პროფესიულ კავშირს!”, – აღნიშნა მარიამმა.

“მუდამ თქვენთან, IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!

გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, რომელსაც დამსაქმებელი ეძებს, შემოგვიერთდით!

შემოგვიერთდით აკადემიაში!”- ასეთია IT Academy STEP-ის გზავნილები დაინტერესებული პირებისთვის.

თბილისი, 34/34ბ ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

იხილეთ IT აკადემია STEP-ის სასწავლო პროგრამები

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური