7 ოქტომბერი, 2024
ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო, თბილისის ზოგიერთ სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისში, 41-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეთა და სკოლის პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.
არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა ანონიმური სატელეფონო ზარი, რომ სკოლის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობაა.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ამ წუთებში სკოლაში საგაკვეთილო პროცესი ჩაშლილია.
ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ.
სხვადასხვა ცნობით, მსგავსი შეტყობინება მიიღეს ევროპულ სკოლაშიც.
EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, მსგავსი შეტყობინება შევიდა პროფესიულ კოლეჯ “მერმისშიც”.
წყარო: 1tv.ge; მთავარი არხი
-
მასწავლებელთა მასობრივი გაფიცვის გამო, ბელგიაში სკოლები დახურულია by ტელევიზია 13 იანვარი, 2025
-
ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო, დიდ დიღომში 73-ე საბავშვო ბაგა-ბაღი დროებით დაიხურა by ტელევიზია 31 ოქტომბერი, 2024
-
ავსტრალია ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებას გეგმავს by ტელევიზია 10 სექტემბერი, 2024