მსჯავრდადებული არასრულწლოვნების რაოდენობა ბოლო სამ წელში 75% გაიზარდა

ბოლო სამ წელში მსჯავრდადებული არასრულწლოვნების რაოდენობა 75% გაიზარდა, (2022 წელს ეს მაჩვენებელი 251 იყო, 2024 წელს კი 440), 78%-ით გაიზარდა თავისუფლებააღკვეთილი მოზარდების რაოდენობა, 2022 წელს თავისუფლება 79 არასრულწლოვანს აღეკვეთა, 2024 წელს 141-ს. მაჩვენებლებს უზენაეს სასამართლოს მონაცემებზე დაყრდნობით საქსტატი ავრცელებს,
2024 წელს განზრახ მკვლელობისთვის 5 არასრულწლოვანი იქნა მსჯავრდადებული და თავისუფლებააღკვეთილი. მათგან 1 გოგონა და 4 ბიჭი. ეს მაჩვენებელი შემცირებულია 2023 წელთან შედარებით (9 მსჯავრდადებული) და უთანაბრდება 2022 წლის მონაცემებს (5 მსჯავრდადებული). ამასთან ბოლო 3 წელში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტები. 2022 წელს ქურდობაში მსჯავრდადებული იქნა 145 არასრულწლოვანი. მათგან 143 ბიჭი და 2 გოგო, თავისუფლება აღეკვეთა 44 არასრულწლოვანს.
2023 წელს ქურდობისთვის მსჯავრდადებული 258 მოზარდიდან (22 გოგონა, 236 ბიჭი) 62 დააპატიმრეს, 2024 წელს 270 მსჯავრდადებულიდან 25 გოგო იყო 245 კი ბიჭი, მათგან თავისუფლება აღეკვეთა 245 არასრულწლოვანს.
რაც შეეხება გაუპატიურების ფაქტს, 2024 წელს ამ დანაშაულისთვის 5 არასრულწლოვანი იქნა მსჯავრდადებული, მათგან ხუთივეს აღეკვეთა თავისუფლება.
წყარო: mtavari
-
მასწავლებელთა მასობრივი გაფიცვის გამო, ბელგიაში სკოლები დახურულია by ტელევიზია
-
ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო, დიდ დიღომში 73-ე საბავშვო ბაგა-ბაღი დროებით დაიხურა by ტელევიზია
-
ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო, თბილისის ზოგიერთ სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა by ტელევიზია