ახალციხეში სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ
ქალაქ ახალციხის საჯარო სკოლებში, სადაც 1800–მდე მოსწავლის მშობელმა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის თხოვნით სამინისტროს მიმართა, ონლაინ ისწავლიან.
29 დეკემბრამდე გააგრძელებს დისტანციურ სწავლებას ახალციხის მე–6 საჯარო სკოლა, სადაც მშობლების ნაწილი, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ითხოვს სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასვლას.
დეკემბრის ბოლომდე დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ ახალციხის 1–ლი და მე –3 სკოლებიც, ხოლო მე–5 საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლება 18 დეკემბრამდე გაგრძელდება.
შეზღუდვების გამკაცრების მიუხედავად, 28 ნოემბრიდან სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში წარმართვა მხოლოდ დიდ ქალაქებში იზღუდება. დანარჩენ სკოლებში კი დისტანციურზე გადასვლის გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში იღებენ, თუ სკოლაში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდება, მაგრამ არაერთ სკოლაში, უსაფრთხოების მიზნით მშობლები დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას ითხოვენ.
წყარო: sknew
- შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19