ახალი უმაღლესი სასწავლებელი სტატუსშეწყვეტილ და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს უპრეცედენტო პირობებს სთავაზობს
ახალი უმაღლესი სასწავლებელი /www.newuni.edu.ge/, საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსშეწყვეტილ და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, კორონავირუსის პანდემიის შედეგად საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, უპრეცედენტო პირობებს სთავაზობს.
კერძოდ, ზემოაღნიშნულმა პირებმა, ახალ უმაღლეს სასწავლებელში უნდა გაიარონ წინასწარი ელექტრონული რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე, განახორციელონ მობილობა ან აღიდგინონ სტატუსი ახალ უმაღლეს სასწავლებელში, ამ პროცედურის გავლის შემდეგ, კი სტუდენტები შეძლებენ ისარგებლონ უპრეცედენტო შეთავაზებით, უფრო კონკრეტულად, კი:
- მიიღონ NEWUNI-ს გრანტი და 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი ისწავლონ 875 ლარად, 5 თვეზე გადანაწილებით;
- მიიღონ NEWUNI-ს 500 ლარიანი გრანტი და დარჩენილი სწავლების პერიოდი ისწავლონ 1750 ლარად ნაცვლად 2250 ლარისა;
- გადაინაწილონ წლიური საფასური 12 თვეზე ან სურვილის მიხედვით, თავადვე განსაზღვრონ სწავლის საფასურის გადახდის თვე და რიცხვი /გრაფიკი/.
სწავლის გაგრძელება შესაძლებელია შემდეგ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- ბიზნესის ადმინისტრირება;
- საერთაშორისო ურთიერთობები;
- ტურიზმი.
როგორც ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორი, პროფესორი თამარ გარდაფხაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აცხადებს, ზემოაღნიშნული შეღავათებით სასწავლებელი უერთდება საქართველოს მთავრობის მოქალაქეებზე ზრუნვის ანტიკრიზისულ გეგმას. მისი თქმით, შეთავაზება სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გამოხატავს კორონავირუსის პანდემიის შედეგად საქართველოში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსახლეობისათვის ყოფის შემსუბუქებაში წვლილის შეტანის მზაობას.
(R)