GE

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

ახალქალაქის რესურსცენტრის დირექტორის, ტერეზა ჩივჩიანის განცხადებით, 2 დეკემბრიდან მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება, მისი თქმით, გადაწყვეტილება განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღეს.

„ორი დეკემბრიდან სემესტრის ბოლომდე, ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე, რეკომენდაცია განათლების სამინისტროსგან მივიღეთ”, – განაცხადა ტერეზა ჩივჩიანმა.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა მატების გამო, სამცხე–ჯავახეთის 77 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ. ქალაქ ახალციხეში სწავლების ონლაინ რეჟიმში გაგრძელების მოთხოვნით სამინისტროს მშობლებმა მიმართეს.

წყარო: sknews.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური