ბაღების მართვის სააგენტო – ბაგა-ბაღებში დასწრების მაჩვენებელი არ შემცირებულა
საქართველოში ახალი კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სწავლის შეწყვეტის აუცილებლობა სკოლებსა და ბაღებში არ არის.
როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ბაღები ამ დროისთვის ყველა საჭირო სადეზინფექციო და ჰიგიენური საშუალებითაა აღჭურვილი.
“ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების მიუხედავად, თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა დასწრების მაჩვენებელი არ შემცირებულა და ეს მონაცემი 40-დან 60 პროცენტამდე მერყეობს, არანაირი პანიკა მშობლებს შორის არ შეინიშნება”, – განაცხადეს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
მათი თქმით, დასწრების მსგავსი მაჩვენებელი მიმდინარე სეზონისთვის დამახასიათებელია და რამე ცვლილება დღეს არ დაფიქსირებულა.
1tv
-
დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი ქალები
by მასმედია
-
განათლების მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
წვევამდელთა სამხედრო სამსახურზე თავის არიდებაში დახმარება 3 000 ლარად – დაკავებულია ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი
by მასმედია