GE

ბავშვებს მარტივი წესებით უნდა ავუხსნათ, როგორ დაიცვან თამაშისას დისტანცია

კოვიდპანდემიის პირობებში, როდესაც სასწავლო დაწესებულებების აბსოლუტური უმრავლესობა ონლაინ რეჟიმში მუშაობს და საბავშვო ბაღებიც დაკეტილია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებთან ურთიერთობა. უფროსმა მცირე ასაკის მოზარდს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა აუხსნას კოვიდუსაფრთხოების წესები, ისე, რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობა არ დააზიანოს.

გაეროს ბავშვთა ფონდი, ურჩევს მოზრდილებს, ბავშვებს მარტივი წესებით აუხსნან, როგორ დაიცვან თამაშისას დისტანცია და როგორ გამოიყენონ სხვა პრევენციული ზომები. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ მომზადებულ პოსტერებშია საუბარი. მაგალითად UNICEF -ის წარმომადგენლების რჩევის თანახმად, ორ, მცირე ასაკის მოზარდს, უფროსმა უნდა სთხოვოს, რომ წარმოიდგინოს თითქოს მათ შორის ორი ფუმფულა ძაღლია და ერთმანეთს არ მიუახლოვდნენ. ასევე, მოშორებით დადგნენ და ერთმანეთს ბურთი გადაუგდონ. ორგანიზაციის მიერ მომზადებული რჩევები და პოსტერები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური