ბელარუსის სკოლებში სწავლა 20 აპრილიდან უნდა განახლდეს
ბელარუსის სკოლებში სწავლა 20 აპრილიდან განახლდება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, იგორ კარპენკოს განცხადებით, უწყებაში სასწავლო წლის დასრულებას დათქმულ ვადებში გეგმავენ. მისივე თქმით, ქალაქებში მოსწავლეების 40% სკოლაში მისვლის მზადყოფნას გამოთქვამს, სოფლად კი ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია.
„ბევრი მშობელი კითხულობს: რა მოხდება, თუკი ჩემს შვილს სკოლაში არ გავუშვებ? ეს მათი უფლებაა, ჩვენ არავის ვაძალებთ“, – განაცხადა კარპენკომ.
მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი „მშვიდად და აუჩქარებლად უნდა დაიწყოს“.
წყარო: imeditv
-
დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი ქალები
by მასმედია
-
განათლების მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
წვევამდელთა სამხედრო სამსახურზე თავის არიდებაში დახმარება 3 000 ლარად – დაკავებულია ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი
by მასმედია