GE

ბორჯომის საბავშვო ბაღებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის 10 საბავშვო ბაღში, სადაც სასწავლო პროცესი მთლიანად შეჩერებული იყო, დღეიდან, 17 ნოემბრიდან დისტანციურ რეჟიმში განახლდა.

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ნინო ბენდელიანის განცხადებით, სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში მთლიანად იყო შეჩერებული. ახალი მოდული კი ბავშვებს საშუალებას მისცემს სასწავლო პროცესი დისტანციურად გააგრძელონ.

„დავალებებს აძლევენ აღმზრდელები, დახურული ჯგუფებია შექმნილი, სადაც არიან ფსიქოლოგები, მეტყველების თერაპევტებიც. სასწავლო პროცესს კოორდინირებას უწევენ მეთოდისტები. ჩართვები ექნებათ კვირაში ორჯერ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში აღმზრდელები ინდივიდუალურადაც იმუშავებენ  ბავშვებთანაც“, – ამბობს ნინო ბენდელიანი.

ბორჯომის საბავშვო ბაღებში, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო სასწავლო პროცესი 9 ნოემბრიდან შეწყდა.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური