ცაგერის რესურსცენტრის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ცაგერში კორონავირუსის მეხუთე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედიასთან ცაგერის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი თეა გურგუჩიანი ადასტურებს. მისი განცხადებით, ინფიცირებული 50 წლამდე ქალია და იგი ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრში მუშაობს.
“დაინფიცირებული პიროვნება გადამდებლობის თვალსაზრისით საშიშროებას არ წარმოადგენს იმდენად, რამდენადაც ის ბოლო 10 დღეა სახლში იმყოფებოდა და კონტაქტები მინიმალური გვექნება”, – განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა.
ეპიდემიოლოგებმა და სპეციალისტებმა შესაძლო კონტაქტების კვლევა უკვე დაიწყეს.
წყარო: ,,რეგიონული კვირა”
- შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19