„ჩემი მთავარი გამოწვევა განათლების ხარისხზე ზრუნვა იქნება“ – განათლების ახალი მინისტრი
„ჩემი მთავარი გამოწვევა, რასაკვირველია, განათლებისა და მეცნიერების ხარისხზე ზრუნვა იქნება“, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ის ექსკლუზიურად განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განუცხადა.
მისი თქმით, ამ თანამდებობაზე შემოთავაზება პირადად პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისგან მიიღო.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მას მადლობა გადავუხადო ნდობისთვის, თქვენ კი გეტყვით რომ მთელ ჩემს ენერგიას, ცოდნასა და გამოცდილებას მოვახმარ განათლებისა და მეცნიერების განვითარების საქმეს საქართველოში. ჩემი მთავარი პრიორიტეტი არის განათლებისა და მეცნიერების ხარისხზე ზრუნვა,“ – განაცხადა ჩხენკელმაა.
EDU.ARIS.GE-ის კითხვაზე გაუჭირდა თუ არა გადაწყვეტილების მიღება, ჩხენკელმა განაცხადა, რომ ეს სფერო მისთვის მშობლიურია და გადაწყვეტილების მიღება არ გასჭირვებია. „არის ბევრი გამოწვევა და მთელი ძალ-ღონით შევუდგები საქმეს,“ – ამბობს განათლების ახალი მინისტრი.
შეუდგება თუ არა საქმიანობას მიხეილ ჩხენკელი ახალი გუნდით და განახორციელებს თუ არა საკადრო ცვლილებებს განათლების სამინისტროში, ამბობს, რომ „ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ აქვს“.
მიხეილ ჩხენკელი მინისტრის პოსტზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს წარადგინა. ახალ მინისტრთა კაბინეტს ნდობა პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს.
ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების მინისტრის პოსტი დატოვა
განათლების სამინისტროს სპორტის სამინისტროს ახალგაზრდობის მართვის კომპონენტი შეუერთდება
მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა
-
„ახალი სასკოლო წიგნების სარჩევი მაინც გამოაქვეყნეთ!“ – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს მე-5, მე-7 და მე-10 კლასების პროგრამის გასაიდუმლოებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა შედეგები და სწორი პასუხები მასწავლებლის გამოცდების ზოგიერთ საგანში – გამოცდები 2026
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
„ფაკულტეტების და უნივერსიტეტების შეცვლა როდემდე შემიძლია და როდის იქნება აპელაციის შედეგები?“ – პასუხი აბიტურიენტებს
by ARIS.GE-განათლება