„ჩვენმა ბავშვებმა, ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები, წერილები“ – რა ინიციატივა გააჟღერა ილია მეორემ
ბარბარობის დღესასაწაულთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში გამართულ წირვაზე საქართვლოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ახალგაზრდებსა და ბავშვებს მიმართა. პატრიარქის განცხადებით, აქვს იდეა და ბავშვებისა და ახალგაზრდების მიერ დაწერილ ლოცვებსა და თხოვნებს, რომლებსაც მას გაუგზავნიან წიგნად გამოსცემს.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა, ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები, არ შეიძლება, რომ ღმერთმა არ შეისმინოს ჩვენი შვილების ლოცვები, რომ დასწერთ ამ ლოცვებს, თხოვნებს, წერილებს, უნდა მიმართოთ და გამომიგზავნოთ მე. მე მაქვს გადაწყვეტილი, როდესაც საკმარისი შეგროვდება, გამოვცეთ წიგნად. ჩვენ დღეს ვფიქრობთ, რაც ხდება, ამდენი მსხვერპლი, ეს სასჯელია, თუ ლოცვა-კურთხევა ღვთისა, არაფერი ხდება ღვთის გარეშე, შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა დალოცოს თავისი ერი. ითხოვდეთ და მოგეცეს, ეძიებდით და პოვოთ, აი, დღეს ჩვენ ვითხოვთ მშვიდობას, სიხარულს, ქრისტიანული რწმენით განმტკიცებას, სიმშვიდეს გულში, გონებასა და სულში, დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვას“, – აღნიშნა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში.
დღეს ბარბარობის დღესასწაული აღინიშნება და როგორც ცნობილია, წმინდა ბარბარე ბავშვების მფარველია.
1tv