GE

COVID-19-ის შემთხვევების გამო, ქუთაისში 15 სკოლა დისტანციურ რეჟიმზე მუშაობს

ქუთაისში 15 სკოლა სრულ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ესენია: 1-ლი, მე-3, მე-9, მე-10, მე-13, მე-17, 21-ე, 29-ე, 31-ე, 34-ე,36-ე, 37-ე, 41-ე, 15-ე და ნიკო ნიკოლაძის სკოლა ლიცეუმი.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განმარტავენ, რომ შესაძლოა ეს რაოდენობა მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაიზარდოს.

“დღეს გაირკვევა მე-7 საჯარო სკოლაშიც შეწყდება თუ არა სწავლება”, – ამბობს რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი.

კორონავირუსი პირველად ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში დაფიქსირდა, სადაც ერთდროულად 21 თანამშრომელი დაინფიცირდა. დღეს იმერეთში კორონავირუსის 99 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 60-მდე ქუთაისს უკავშირდება.

წყარო: ქუთაისიპოსტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური