GE

„დაჩექინდი“ და იყავი ხელმისაწვდომი პოტენციური დამსაქმებლისთვის – გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი

4 დეკემებრს საგანმანათლებლო პორტალ EDU.ARIS.GE-ის პრეზენტაციას საზოგადოებრივმა კოლეჯმა „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრმა” უმასპინძლა. პრეზენტაციის თემა პროფესიული განათლების პოპულარიზაციის გაზრდას და სტუდენტთა დასაქმების გამარტივებას ეხებოდა.

უფრო კონკრეტულად, პრეზენტაციის ფარგლებში სასწავლებლის სტუდენტები გაეცნენ EDU.ARIS.GE-ზე პროფესიული განათლებისთვის შექმნილ ახალ გვერდს – https://edu.aris.ge/tvet/, რომელზეც ამჟამინდელ და ყოფილ სტუდენტებს საშუალება აქვთ დაჩექინდნენ და, სურვილის შემთხვევაში, ატვირთონ საკუთარი CV პოტენციური დამსაქმებლებისთვის.

შეხვედრაზე ასევე გაიმართა გლდანის პროფესიულ კოლეჯის შესახებ გადაღებული ვიდეოკლიპის პრეზენტაცია.

აღნიშნულ პრეზენტაციას „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ. ისინი პროექტით ძალიან დაინტერესდნენ და სტუდენტების ნაწილი ადგილზევე დაჩექინდა,

დაჩექინება მარტივია და კოლეჯის სტუდენტებმა საკუთარი მონაცემების დატოვება გლდანის პროფესიული კოლეჯის მიკროვებგვერდზე შეუძლიათ.

პრეზენტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) ფარგლებში გაიმართა, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (www.mcc.gov) მიერ. აღსანიშნავია რომ პროექტის ფარგლებში შექმნილ გვერდზე ასევე განთავსებულია 60 პროფესიული სასწავლებლის 350-მდე მოდულურ-დუალური პროგრამა და სხვა დეტალები.

საკუთარი შემოსავალი 16 წლის ასაკში და 26 წლის ასაკში შეცვლილი პროფესია – გლდანის კოლეჯის კურსდამთავრებულთა რეალიზებული ოცნებები

გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი – მრავალფეროვანი პროგრამები და დასაქმების 80%-იანი შანსი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური