GE

დაიწყე უფასოდ სწავლა საბაუნიში და გამოიყენე საუკეთესო შესაძლებლობები განვითარებისთვის

დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდები. აბიტურიენტებს უკვე ერთი ნაბიჯი აშორებთ სტუდენტობას. სულ მალე შედეგებიც ცნობილი გახდება, შესაბამისად, მათ კიდევ უფრო გაუმარტივდებათ არჩევანის გაკეთება უნივერსიტეტებსა და პროგრამებს შორის.

ამ ეტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორად გააზრებული და დაგეგმილი მიმდევრობა ერთიანი ეროვნული გამოცდების პორტალზე, რათა წინასწარ შეძლოს აბიტურიენტმა განსაზღვროს რომელ უნივერსიტეტში ან რომელ პროგრამაზე მოხვდება და ამის მიხედვით დააკორექტიროს გადაწყვეტილება.

პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი უკვე რამდენიმე თვეა საუბრობს ყველასთვის ხელმისაწვდომი განათლების შესახებ და აბიტურიენტებისთვის სპეციალური საშეღავათო პაკეტი აქვს შემუშავებული უფასოდ სწავლის სახით.

რას გულისხმობს უფასოდ სწავლა?!

ყველა აბიტურიენტი, ვინც საბაუნიში პირველი ან მეორე პრიორიტეტით ჩაირიცხება, უნივერსიტეტში სწავლას უფასოდ დაიწყებს. ეს იქნება მათთვის შანსი, ადაპტირდნენ საუნივერსიტეტო გარემოში და უკვე შემდგომი ნაბიჯებით, უნივერსიტეტის ხელშეწყობით შეძლონ მომდევნო პერიოდის დაგეგმვა და სწავლის საფასურის გადახდა. საბაუნი გამოირჩევა სტუდენტებისთვის მრავალფეროვანი, ექსკლუზიური სასტიპენდიო პროგრამებით, რომლის მოპოვებაც ნებისმიერი კურსის სტუდენტისთვისაა შესაძლებელი.

გარდა ფინანსური შეღავათისა, უნივერსიტეტი აბიტურიენტებს დაუვიწყარ სტუდენტურ ცხოვრებას, ულტრათანამედროვე სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს და საინტერესო, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სალექციო პროცესს ჰპირდება.

ასევე, საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების დახმარებით, საბაუნის ყველა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, მოიპოვოს გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო გრანტი/სტიპენდია და სასწავლებლად გაემგზავროს 30-ზე მეტი ქვეყნის 50-ზე მეტ უნივერსიტეტში. ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა: ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ამერიკა, ჩეხეთი, იტალია და სხვა.

აუცილებლად გახსოვდეთ საბაუნის კოდი ცნობარში – 088. დაიწყე აქ და გამოიყენე საუკეთესო შესაძლებლობები განვითარებისთვის.

დეტალებისთვის ეწვიეთ მათ ვებ-გვერდს: sabauni.edu.ge

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური