GE

დღეს თსუ-ში რექტორის არჩევნები იმართება – გამარჯვებულის ვინაობა დღის ბოლოს გახდება ცნობილი

ფოტო –
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - თსუ , არის ჯი (c)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნები გაიმართება. აკადემიური საბჭოს მიერ შემოსული განცხადებების განხილვისა და კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატურის არჩევის დღედ 2020 წლის 4 აგვისტო განისაზღვრა. რექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება zoom-ის პლატფორმის გამოყენებით გაიმართება.

როგორც EDU.ARIS.GE-ს უნივერსიტეტში განუცხადეს, კომისია დღის განმავლობაში იმუშავებს და შედეგები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

რაც შეეხება კანდიდატებს, თსუ-ის რექტორობისთვის იბრძოლობენ:

გიორგი ბარამიძე

გიორგი შარვაშიძე

ცირა ბარამიძე

არჩეული რექტორი თანამდებობას ოთხი წლის ვადით დაიკავებს. არჩევნების შედეგები ძალაში შედის 2020 წლის 24 სექტემბერს, მოქმედი რექტორის უფლებამოსილების ამოწურვის თარიღიდან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური