„ჯერ შევხედოთ“ – ამირან გამყრელიძე სექტემბერში სწავლის დაწყების შესახებ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, სექტემბერში სასწავლო პროცესის განახლების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ჯერ სიტუაციას უნდა შევხედოთ და ამის მიხედვით იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.
ის ამბობს, რომ ბოლო დღეებში მომატებული კორონავირუსის შემთხვევების მიუხედავად, ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს.
“ჩვენთან, ამ ეტაპზე, მოგეხსენებათ ვაფიქსირებთ, რომ სიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია და კონტროლს ექვემდებარება ეპიდსიტუაცია. თუ ჩვენ ამ დონის ეპიდსიტუაცია გვექნა ქვეყანაში, მაშინ, რა თქმა უნდა, სწავლას და სწავლის დაწყებას საშიშროება არ უნდა დაემუქროს. მაგრამ ჯერ შევხედოთ როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია ქვეყანაში. ყოველ შემთხვევაში, ის, რაც გვქონდა ივლისში და ივლისის მეორე ნახევარში, ეს ყველაფერი მართვადია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ პანიკის საფუძველი არ გვაქვს ამ 19, 20, 11 თუ 12 შემთხვევით, ეს ყველაფერი მართვადია, მაგრამ აუცილებელია, რომ მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ და არ მოვეშვათ”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
ამავე თემაზე:
სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების გასაუმჯობესებლად უწყებათაშორისი ჯგუფი იქმნება
-
ცნობილია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები, ტესტი და სწორი პასუხები – გამოცდები 2026
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
გამოქვეყნდა გამსვლელი ქულა ლიტერატურაში, შეფასების სქემა და აბიტურიენტთა შედეგები – გამოცდები 2026
by ARIS.GE-განათლება
-
„მესამე სემესტრიდან სტუდენტისთვის დაფინანსების შემცირებას ერთადერთი მიზეზი აქვს“
by ARIS.GE-განათლება