„ჯერჯერობით სასწავლო პროცესის სრულად გაჩერებაზე საუბარი არ არის“
ქვეყენაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მატების ფონზე, მთავრობა სასწავლო პროცესის შეწყვეტას არ გეგმავს. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სასწავლო დაწესებულებებში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები განხორციელდება.
„სასწავლო პროცესის სრულად გაჩერება დღეს-დღეობით დღის წესრიგში არ დგას. იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება წერტილოვნად, ბუნებრივია, შეზღუდვები შემოღებული იქნება, თუმცა მაქსიმუმს აკეთებს სამინისტრო იმისთვის, რომ რეალურად უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველა წესი სასწავლო დაწესებულებებში იყოს დაცული. რა თქმა უნდა, ინფიცირების შემთხვევებისგან 100%-ით დაზღვეული არავინ არ არის. იქ, სადაც ასეთი ფაქტები იქნება კონკრეტული სკოლა იქნება თუ კონკრეტული სასწავლო დაწესებულება, ბუნებრივია, რეაგირებას მოვახდენთ, თუმცა ჯერჯერობით სასწავლო პროცესის მთლიანად გაჩერებაზე საუბარი არ არის“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 1351 ადამიანს დაუდასტურდა და 337 გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 003, გარდაიცვალა 172 პაციენტი.
ამავე თემაზე:
„მაღალკლასელების სკოლაში დაბრუნებაზე არასწორი მოლოდინი არ უნდა იქმნებოდეს“
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება