GE

ექსკლუზიური შეთავაზება აბიტურიენტებს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისგან

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აბიტურიენტებს უპრეცედენტო მხარდაჭერას სთავაზობს: 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, საბაუნიში ჩარიცხული ყველა პირველკურსელი შემოდგომის სემესტრში უფასოდ ისწავლის. Covid-19 ვირუსით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების გათვალისწინებით, გვსურს, ხელი შევუწყოთ აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების მიღებაში. ეს შეღავათები, აბიტურიენტებსა და მათ ოჯახებს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს ფინანსურ წნეხს და დაეხმარება ყველა იმ მომავალ სტუდენტს, ვისაც უმაღლესი განათლების მიღება სურს – ნათქვამია საბაუნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია ყველა აბიტურიენტს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, პირველი და მეორე არჩევანით ჩაირიცხებიან საბაუნიში.

Covid-19 პანდემიამ მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. საბაუნი იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას და უმაღლესი განათლების მიღებას ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. უფრო მეტიც, აბიტურიენტები, რომლებიც მოიპოვებენ სახელმწიფო, სოციალურ ან სხვა დაფინანსებას შემოდგომის სემესტრში, შესაბამისი გრანტის პროპორციულ თანხას საბაუნისგან დამატებითი სტიპენდიის სახით მიიღებენ.

საბაუნის სოციალური მხარდაჭერის პროგრამა მოქმედ სტუდენტებზეც ვრცელდება. მათ სხვადასხვა ფინანსური და სოციალური შეღავათით სარგებლობა შეეძლებათ, რათა პანდემიით გამოწვეულმა პრობლემებმა მათ განათლების მიღებაში ხელი არ შეუშალოს.

აბიტურიენტთა ცნობარში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის კოდია 088.

ეწვიეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდს. 

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური