ექსპოჯორჯიაში განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
29 თებერვალს, 11:00 დან 18:00 საათამდე, საგანმანათლებლო სააგენტო UK-Bridge განათლების საერთაშორისო გამოფენა 2020-ს უმასპინძლებს. ღონისძიება ექსპოჯორჯიას მიერ ორგანიზებული განათლების საერთაშორისო გამოფენის პარალელურად გაიმართება.
„გამოფენა, რომელიც საქართველოში უკვე მეათედ გაიმართება, წელს ახალ ლოკაციაზე, ექსპოჯორჯიას მე-6 პავილიონში ჩატარდება. გამოფენაზე მაღალი დონის უნივერსიტეტები, კოლეჯები, სკოლა–პანსიონები და ენის სკოლები იქნება წარმოდგენილი.
გამოფენა, რომელიც საქართველოში უკვე მეათედ გაიმართება, ქართველ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მათ მშობლებს, საშუალებას მისცემს პირადად შეხვდნენ სკოლებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და გაეცნონ შემოთავაზებულ სასწავლო პროგრამებსა თუ კურსებს“ – ამბობენ ორგანიზატორები.
განათლების გამოფენაში 20-მდე უნივერსიტეტი და 10-მდე სკოლა მონაწილეობს. წელს, გამოფენის ერთ-ერთი მონაწილე იქნება ამერიკული სკოლების ორგანიზაცია, რომელიც სკოლის მოსწავლეებს 70% -მდე დაფინანსებას სთავაზობს აშშ-ს სხვადასხვა სკოლაში.
საგანმანათლებლო ცენტრი UK Bridge 2008 წელს შეიქმნა. კომპანია 12 წელია საზღვარგარეთ განათლების მსურველებს ენის, საზაფხულო კურსების, მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის პროგრამების შერჩევაში და სასწავლებელთან კომუნიკაციის დამყარებაში ეხმარება.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმულზე.
-
„პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას, რათა აღმზრდელების ანაზღაურება ღირსეული იყოს“
by მასმედია
-
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის
by მასმედია
-
2026 წლის მიღების აბიტურიენტებს კახა ბენდუქიძის საქველმოქმედო ცოდნის ფონდი 4 200 000 ლარით დააფინანსებს
by მასმედია