„ეროვნული გამოცდების ფორმატისა და ვადების ცვლილება არ განიხილება“ – სამინისტროს დამატებითი განმარტება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დღეს მინისტრის მოადგილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ დამატებით განმარტებას აკეთებს:
„მოგეხსენებათ, 2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 30 აპრილის 18 საათამდე გახანგრძლივდა.
ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის და ვადების ცვლილება არ განიხილება.
სამინისტროს მიერ ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოსწავლეთა და აბიტურიენტთა ინტერესებიდან გამომდინარე და წინასწარ ეცნობება საზოგადოებას“, – აღნიშნულია EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებულ განცხადებაში.
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წელს მშობლიურ სკოლაში დაასრულებენ – ახალი გადაწყვეტილება
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
გამოცხადდა რეგისტრაცია I-XI კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის – ვადები
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო