„ეს ფუნდამენტური ცვლილებაა, უნივერსიტეტების დაფინანსების ცვლილების საკითხზე ბოლო ფაზაში ვართ“
განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უნივერსიტეტების დაფინანსების ერთ-ერთი მოდელი, რომელიც იკვეთება სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის საბაზისო დაფინანსებას გულისხმობს.
როგორც ჩხენკელმა EDU.ARIS.GE– ს განუცხადა, ასეთი დაფინანსების მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მხოლოდ სტუდენტების მიერ სწავლაში გადახდილ თანხებზე არ იყოს დამოკიდებული.
„ბოლო ფაზაში ვართ. ჩვენ მსოფლიო ბანკთან ერთად ვსაუბრობთ რომელი მოდელი ავირჩიოთ. რამდენიმე მოდელი იქნება, რომელსაც საჯაროდ განვიხილავთ უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და მთელ საზოგადოებასთან ერთად. ერთ-ერთი მოდელი, რომელიც იკვეთება, გულისხმობს სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის საბაზისო დაფინანსებას. ეს თანხები, საბაზისო დაფინანსების, პირველ რიგში მიმართული უნდა იყოს სამეცნიერო, კვლევითი და აკადემიური პროცესისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. აქ არსი მდგომარეობს იმაში, რომ უნივერსიტეტი არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ სტუდენტების მიერ სწავლაში გადახდილ თანხაზე“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.
მისივე განმარტებით, ვინც წელს არის აბიტურიენტი, მათთვის ეს მოდელი ვერ იქნება, რადგან მსჯელობისთვის დრო არის საჭირო.
„დრო დაგვჭირდება, რადგან ძალიან სერიოზული და ფუნდამენტური ცვლილებაა. შესაბამისად, წელს დიდი ალბათობით ეს ვერ მოესწრება. შესაბამისად, დიდი იმედი გვაქვს, რომ გაისისთვის უკვე იქნება ძალაში შესული“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა EDU.ARIS.GE-სთან.
ამავე თემაზე:
უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების მოდელი იცვლება – ახალი დეტალები მინისტრის ინიციატივის შესახებ
„შესაძლოა, სწავლის გადასახადი ფაკულტეტების მიხედვით განსხვავებული იყოს“ – მინისტრი
უფასო ფაკულტეტების არსებული მოდელი გაუქმდება და 2019 წლიდან ახალი სისტემა დაინერგება
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება