„ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტსა“ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
21 აპრილს, „ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტსა“ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ რექტორმა, გოჩა თუთბერიძემ და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი ორმხრივ თანამშრომლობას სამართლის აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებას ითვალისწინებს.
ღონისძიება საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა, რომელსაც „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები, სტუდენტები, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და სასამართლოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
მემორანდუმის ხელის მოწერის ცერემონიის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სასამართლოს სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორმა, პროფესორმა ბექა ქანთარიამ სტუდენტებს ლექცია, თემაზე – „საკონსტიტუციო კონტროლის სილუეტები ქართულ კონსტიტუციონალიზმში“ ჩაუტარა.
-
„ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტსა“ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by ქუთაისის უნივერსიტეტი
-
„ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა“ და ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა – BAU თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
by ქუთაისის უნივერსიტეტი
-
„ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტსა“ და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by ქუთაისის უნივერსიტეტი