„ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს“ აშშ-ის საელჩოს საჯარო დიპლომატიის განყოფილების ხელმძღვანელი ეწვია
10 ივნისს, „ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს“ აშშ-ის საელჩოს საჯარო დიპლომატიის განყოფილების ხელმძღვანელი ჰარვი სერნოვიცი ეწვია.
უნივერსიტეტის მიერ 12 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა რეგიონული უნივერსიტეტების საქმიანობის, განვითარების მიმართულებებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობების გაცნობა.
შეხვედრას „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების, სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლისა და მედიცინის ფაკულტეტების დეკანები ესწრებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სტუმარს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის მისია, განვითარების სტრატეგიული პრიორიტეტები, მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამები, საერთაშორისო პარტნიორობები და განხორციელებული პროექტები გააცნეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილებას, ინტერნაციონალიზაციის პროცესსა და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის განვითარების შესაძლებლობებს.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებმა უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ასევე განათლების, კვლევისა და საერთაშორისო განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
-
„ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტსა“ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by ქუთაისის უნივერსიტეტი
-
„ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტსა“ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by ქუთაისის უნივერსიტეტი
-
„ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა“ და ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა – BAU თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
by ქუთაისის უნივერსიტეტი