GE

„ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტსა“ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

9 მარტს, „ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტსა“ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის მიზანია მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროში აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გეგმავენ სტუდენტების გაცვლას სასწავლო და კვლევითი მიზნებისთვის, ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისა და კონფერენციების ორგანიზებას, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში გამოცდილებისა და რესურსების გაზიარებას, ასევე სხვადასხვა ერთობლივი აკადემიური აქტივობის განხორციელებას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროში განათლებისა და კვლევითი საქმიანობის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

დოკუმენტს ხელი „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ რექტორმა, გოჩა თუთბერიძემ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ირაკლი ნატროშვილმა მოაწერეს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური