“ევროპის უნივერსიტეტი” მეგობარ უკრაინას სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს
“ევროპის უნივერსიტეტი” მეგობარ უკრაინას სოლიდარობას უცხადებს. მხარდაჭერის ნიშნად უნივერსიტეტის შენობაზე უკრაინის დროშებია გადმოფენილი.
“ევროპის უნივერსიტეტი” მეგობარ უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია უკრაინაში მშვიდობა და უსაფრთხოება, რომელიც ახლა, ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ იბრძვის. ჩვენი მხარდაჭერის ნიშნად, უნივერსიტეტის შენობაზე ქართულთან ერთად უკრაინული დროშა ფრიალებს.
სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს, ჩვენს სტუდენტებს უკრაინიდან, ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებს უკრაინაში.
ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, რომელსაც აგრესორი ახორციელებს.
გამძლეობას და გამარჯვებას გისურვებთ.
ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!“, – აღნიშნულია „ევროპის უნივერსიტეტის“ განცხადებაში.
რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა დღეს დილიდან დაიწყო. აფეთქებების ხმა უკრაინის ქალაქებში ამ დრომდე ისმის, არის მსხვერპლი. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. უკრაინელი სამხედროები აგრესორს ყველა რეგიონში ღირსეულ წინააღმდეგობას უწევენ.
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელმა AMEE-ის კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები ბუდაპეშტში, ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის 51-ე კონგრესში მონაწილეობდნენ
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები ვენაში, ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
by ევროპის უნივერსიტეტი