„ევროპის უნივერსიტეტში“ სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის შეხვედრა გაიმართა
21 ნოემბერს, „ვროპის უნივერსიტეტში“ სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის შეხვედრა, თემაზე – The Dental Portfolio Roadmap გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 24 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრას არქიტექტურისა და დიზაინის აკადემიური დოქტორი ალი რაშიდი უძღვებოდა.
შეხვედრაზე სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია, როგორ შექმნან პროფესიული პორტფოლიო და როგორ წარმოაჩინონ მასში ხუთი წლის განმავლობაში კლინიკაში მიღებული პრაქტიკული გამოცდილება.
განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო კლინიკური ფოტოგრაფია და მისი როლი სტუდენტის პროფესიული განვითარების პროცესში.
მომხსენებელმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ფოტოებმა ასახოს შესრულებული სამუშაო, დაეხმაროს ექიმს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში პაციენტთან და რეზიდენტურასა თუ დასაქმებისთვის საჭირო განაცხადების მომზადებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პაციენტის თანხმობის მიღებაზე, პირადი ინფორმაციის დაცვასა და ფოტოგრაფიის სამართლებრივ და ეთიკურ სტანდარტებზე. სტუდენტები პორტფოლიოს შექმნის ეტაპობრივ პროცესსაც გაეცნენ.
ასევე განხილული იყო ფოტოგადაღებისთვის საჭირო ტექნიკა, ექსტრაორალური და ინტრაორალური ფოტოგრაფიის მეთოდები და პაციენტთან კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ასპექტები.
-
სასწავლო-შემეცნებითი ტური რომში – „ევროპის უნივერსიტეტი“ კურსის „რომის სამართლის საფუძვლები“ სტუდენტებისთვის კონკურსს აცხადებს
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის შეხვედრა – The Dental Portfolio Roadmap გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ სტუდენტური კლუბების რეგისტრაცია დაიწყო
by ევროპის უნივერსიტეტი