GE

განათლება – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის (№2)

გაეცანით პარტია “ევროპული საქართველო –
მოძრაობა თავისუფლებისთვის”  წინნასაარჩენო ხედვას განათლებასთან დაკავშირებით:

განათლეება

2012 წლიდან მოყოლებული, თითქმის ყოველ წელს, საატესტატო გამოცდების შედეგები უარესდება – იზრდება მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მიღმა დარჩენილი აპლიკანტების რაოდენობა.

2020 წლის მონაცემებით, უმაღლესი სასწავლებლების 59076 სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული. მათგან 19874 სტუდენტს, რაც საერთო რაოდენობის 33.6%-ია, სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული. რაც შეეხება პროფესიულ სასწავლებლებს, 2017 წელს ჩარიცხული სტუდენტების თითქმის ერთ მესამედს (29%) 2020 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა.

2014 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად მცირდება განათლების ბიუჯეტში სტუდენტთა სასტიპენდიოდ გამოყოფილი თანხის რაოდენობა.

რა კითხვებს ვერ პასუხობს განათლების პროგრამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველო”

2014 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად მცირდება განათლების ბიუჯეტში სტუდენტთა სასტიპენდიოდ გამოყოფილი თანხის რაოდენობა.

ჩვენს ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს გაუჭირდება მსოფლიოში ღირსეული ადგილის დამკვიდრება, თუ სათანადო ყურადღება არ მიექცა განათლებას. უკეთესი განათლება გვჭირდება იმისათვის, რომ გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის დაძლევის მაღალი ტემპი. საგანმანათლებლო სფეროს გაჯანსაღებისთვის „ევროპული საქართველო“ კერძო განათლების სფეროს გაათავისუფლებს სახელმწიფო რეგულაციებისგან, ხოლო საჯარო სკოლებს მიანიჭებს ფინანსურ და მმართველობით ავტონომიას. გაიზრდება მშობელთა როლი სკოლების მართვაში და აღიკვეთება მასწავლებლებზე პოლიტიკური ზეწოლა.

ამასთან ერთად, “ევროპული საქართველოს” საპარლამენტო გუნდი კონკრეტულ წინადადებებს წარუდგენს მთავრობას, უკვე მომავალი წლიდან თუ როგორ გაიზარდოს:

  • ვაუჩერის პრინციპზე გადაყვანით, სკოლამდელი განათლების (საბავშვო ბაღების) ხელმისაწვდომობა და არჩევანი
  • სასკოლო ვაუჩერის ღირებულება, რომ სასკოლო სამეურვეო საბჭოებს, სკოლების სრულყოფილი თვითმმართველობისა და ფინანსური ავტონომიის პირობებში, საშუალება მიეცეთ მასწავლებელთა ხელფასი მინიმუმ 700 ლარამდე, ხოლო სერტიფიცირებულ ყველა მასწავლებელს – მინიმუმ 1000 ლარამდე გაეზარდოს
  • 8000 სტუდენტით სახელმწიფო საგრანტო პროგრამებით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა

(europeangeorgia.ge, web, 24.09.2020, 20:50)

იხილეთ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და გაერთიანებების წინასაარჩევნო ხედვები და დაპირებები განათლების შესახებ (EDU.ARIS.GE – ინფორმაცია განახლებადია)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm