ფოთში კიდევ ორი სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა
COVID 19-ის ინფექციის დაფიქსირების გამო, ფოთში, სწავლის ონლაინ რეჟიმზე კიდევ ორი სკოლა გადავიდა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორ, გოჩა ქორქიას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევა მე-7 და მე-12 საჯარო სკოლებში დაფიქსირდა. მისივე თქმით, მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად, დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში ჩაუტარდებათ.
როგორც ცნობილია, ფოთში დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ სწავლას პირველი, მესამე, მეოთხე და მეხუთე საჯარო სკოლები.
განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მომავალი კვირის ოთხშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ. ეს დროებითი ღონისძიებაა და საარჩევნო სამზადისს უკავშირდება.
- შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19