Fuckup Nights Tbilisi ბრუნდება!
29 თებერვალს, 4 საათზე, ექსპო ჯორჯიაში Fuckup Nights Tbilisi ახალი კონცეფციით, ახალი დიზაინით და ბევრი საინტერესო სიახლით ბრუნდება. ღონისძიება განათლების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ტარდება და შესაბამისად, სპიკერების მიერ გადმოცემული ისტორიებიც თემტური იქნება და სწორედ განათლების სფეროში მიღებულ მარცხის ისტორიებს გადმოსცემს.
თბილისის სტარტაპ ბიურო და იმფაქთ ჰაბ თბილისი Fuckup Nights-ს უკვე მეცხრამეტედ მასპინძლობს, ამჯერად სპიკერები არიან ადამიანები, რომლებსაც ბევრი რამ აკავშირებთ განათლებასთან და მზად არიან საკუთარი მარცხის ისტორიები სხვებს გაუზიარონ. თბილისის მეცხრამეტე Fuckup Nights – ის მომხსენებლები არიან:
- მაიკლ ქაუგილი – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი საქართველოში, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
- რიჩარდ ლასენი – Intercon Educational Counseling and Consulting-ის დამფუძნებელი;
- ქეთევან ჩაჩავა – “მსოფლიო მოძრაობა დემოკრატიისთვის” (World Movement for Democracy) მმართველი კომიტეტის წევრი, სექტორი 3-ის თავმჯდომარე; დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის (CDD) აღმასრულებელი დირექტორი;
- აიეტ კუკავა – ფინური საერთაშორისო სკოლის დამფუძნებელი
Fuckup Nights Tbilisi-ის ამ გამოშვებაზე დასწრება უფასოა, თუმცა ადგილის დასაკავებლად საჭიროა Facebook event-ზე დასტური.
Fuckup Nights Tbilisi ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-ს და Impact Hub Tbilisi-ს მიერ, და მხარდაჭერილია Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus-ის, Grant Thornton Georgia-ს, Wolt, Urban Garden, ლუდი ქარვა • Karva-ს და Jim Beam Georgia-ს მიერ.
Fuckup Nights მოძრაობა 2012 წელს მექსიკაში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 86 ქვეყანასა და 318 ქალაქში მიმდინარეობს. ეს არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, სადაც 4 წარმატებული ადამიანი საკუთარი პროფესიული მარცხის ისტორიებს ფართო აუდიტორიას უზიარებს.
მისამართი: ექსპო ჯორჯია // პავილიონი #11 // წერეთლის გამზ. 118
(R)
- „თითქმის ყოველი მესამე 15 წლის მოზარდი არ ფლობს საბაზისო მათემატიკურ უნარებს“ – რა საფრთხეზე მიუთითებს ევროკომისიის ანგარიში by მასმედია
- უშუქობის გამო, ხაშურის მუნიციპალიტეტის 10-მდე სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა by მასმედია
- აფხაზეთში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდება – სოხუმში ენერგოკრიზისზე საუბრობენ by მასმედია