განათლების მინისტრი: 2023 წელს დაგეგმილია საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისთვის სკოლის დირექტორობის კანდიდატთა წარდგენა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს, საკანონმდებლო ორგანოში “მინისტრის საათის” ფორმატში უსმენენ.
მიხეილ ჩხენკელმა სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტის შესახებ საუბრისას, განცხადება გააკეთა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების საკითხზეც და განმარტა, თუ როდის უნდა ველოდოთ სკოლებში საკადრო ცვლილებებს.
„2023 წელს დაგეგმილია საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისთვის სკოლის დირექტორობის კანდიდატთა ასარჩევად წარდგენა“, – განაცხადა მოხსენების დროს მიხეილ ჩხენკელმა.
როგორც დღეს, 1-ელ დეკემბერს, EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განუცხადეს, ამ მომენტისთვის საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა რაოდენობა ჯამში 2582-ს შეადგენს. მათ შორის არიან 2022 წელს, განმეორებით გამოცხადებული რეგისტრაციისას დარეგისტრირებული პირებიც.
მიხეილ ჩხენკელმა დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საჯარო სჯოლის დირექტორის განახლებული სტანდარტი, რომელიც პარტნიორებთან თანამშრომლობით მომზადდა, ორიენტირებულია სკოლის დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის ფუნქციების გაძლიერებაზე.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით დაწყებულია საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი. ამ პროცესში სამინისტრო უპრეცედენტო მხარდაჭერას უცხადებს ყველა მსურველს. შეთავაზებულია უფასო ვებინარები, საინფორმაციო შეხვედრები და კონსულტაციები. სერტიფიცირების პარალელურად, მოქმედი დირექტორებისთვის შეთავაზებულია გადამზადება. ამ გზით ყალიბდება დირექტორების მხარდაჭერის სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს სკოლის ლიდერთა შემდგომ პროფესიულ განვითარებას. 2023 წელს კი, დაგეგმილია საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა“, – განაცხადა პარლამენტში განათლების მინისტრმა.
ასევე იხილეთ:
სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება 2022 წლის ბოლომდე უნდა ჩატარდეს – რა ვადა ექნება სერტიფიკატს
საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის საგამოცდო პროგრამა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება