საჯარო სკოლის დირექტორის როლი და ფუნქციები – ახალი სტანდარტი დამტკიცდა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საჯარო სკოლის დირექტორების ახალი სტანდარტი დაამტკიცა.
ბრძანების მიხედვით, რომელიც 27 სექტემბერს გამოქვეყნდა და უკვე ძალაშია, დირექტორის, როგორც ლიდერის მახასიათებლები ხუთ კომპონენტად არის გაწერილი:
- დირექტორი, როგორც ლიდერი, რომელიც წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს სასკოლო საზოგადოებისთვის;
- დირექტორი, როგორც ლიდერი, რომელიც სასკოლო საზოგადოებასთან ერთად ავითარებს სასკოლო კულტურას;
- დირექტორი, როგორც საგანმანათლებლო ლიდერი;
- დირექტორი, როგორც ლიდერი, რომელიც ეფექტიანად მართავს ადამიანურ რესურსებს;
- დირექტორი, როგორც ადმინისტრაციული ლიდერი.
დირექტორის როლი და ფუნქციები კი ახალ ბრძანებაში ასეა გაწერილი:
1.მოცემული სტანდარტით განსაზღვრული პრინციპებითა და მიდგომებით დირექტორის, როგორც ლიდერის, უმთავრეს მიზანს წარმოადგენს პროცესების ეფექტიანად წარმართვა მოსწავლეთა აღზრდის, აკადემიური და პიროვნული განვითარებისათვის.
2. დირექტორი სასკოლო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყოფს:
ა) მოსწავლეთა თანაბარ ხელმისაწვდომობას ხარისხიან განათლებაზე;
ბ) პოზიტიური სასკოლო კულტურის ფორმირებას, განვითარებასა და შენარჩუნებას;
გ) განათლების, როგორც სასკოლო საზოგადოებისთვის შესაძლებლობების რეალიზების მხარდამჭერ მექანიზმად ჩამოყალიბებას.
3. სკოლის მართვაში დირექტორი უნდა ითვალისწინებდეს მართვის თანამედროვე მიდგომებს, მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების საჭიროებას, ადგილობრივ კონტექსტს, არსებულ გამოწვევებსა და სკოლის ძლიერ და სუსტ მხარეებს, შესაძლებლობებსა და საფრთხეებს, მოქმედ რეგულაციებსა და განათლების პოლიტიკის პრინციპებს.
როგორი უნდა იყოს სკოლის ფილოსოფია, მისია, ხედვა და ღირებულებები, სასკოლო კურიკულუმი, სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა, მოსწავლეთა მხარდაჭერა და სხვა, იხილეთ მინისტრის ბრძანებაში.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება